ტურისტული კომპანია „ჯენ ტური“ გთავაზობთ შოუს – „ამორძალები საქართველოში“, რომელსაც ანალოგი არ გააჩნია მსოფლიოში. თქვენ გელით ფილმისა და ლაივ-შოუს უჩვეულო სინთეზი. კომპანიის წარმომადგენლები დროებით ირგებენ მომხიბვლელი ამორძალების როლს და გთავაზობენ მოგზაურობას მითებისა და ლეგენდების საოცარ სამყაროში.
თქვენ, ისტორიისათვის დღემდე ამოუცნობ ამორძალებთან ერთად, იმოგზაურებთ საქართველოს ყველა კუთხეში, გაეცნობით ჩვენი ქვეყნის ტრადიციებსა და უძველეს კულტურას. საქართველოს ისტორიისა და კულტურის ასეთი უჩვეულო ფორმით წარმოჩენა, მნახველზე წარუშლელ შთაბეჭდილებებს ტოვებს და ისინი თავად ხდებიან შოუს მონაწილენი.
შოუ სრულდება ამორძალების მიერ შესრულებული ქართული ნაციონალური ცეკვით. შოუს მიერ შექმნილი ამაღლებული განწყობა მომდევნო დღეებშიც გაგყვებათ, რადგან ტურებს ამორძალი-გიდები ატარებენ.
გინდათ იმოგზაურო წარსულში? არ გამოტოვოთ კომპანია „ჯენ ტურის“ ეს უნიკალური შემოთავაზება!